12 აპრილს სოფელ გუმათში, სადაც რიონის ხეობის მცველები და ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები არიან შეკრებილი, “სოლიდარობის აქცია” გაიმართება. 

აქციის ორგანიზატორები მიმართვას ავრცელებენ:

“რიონის ხეობის მცველებმა საბოლოოდ გადაწყვიტეს, ბრძოლის მთავარ ცენტრად უახლოეს დღეებში გუმათი გამოაცხადონ და მკაფიოდ მოგვიწოდეს, რომ ჩვენი სოლიდარობა ახლა მათ სწორედ გუმათში სჭირდებათ. გარდა ამისა, მათ თავად დააანონსეს თბილისში აქცია უახლოეს მომავალში. ჩვენ გადავწყვიტეთ გავითვალისწინოთ მათი სიფრთხილისა და აუჩქარებლობის სტრატეგია, მათი მოწოდებები და თავი შევიკავოთ თვითორგანიზებული ქმედებებისგან.

სწორედ ერთმანეთის გათვალისწინების ამ პრაქტიკამ და ამ სულისკვეთებამ მოიტანა პროცესი აქამდე და მთელი საქართველო გააერთიანა. შესაბამისად, მოგიწოდებთ ყველას, ვისაც შეგიძლიათ, ერთად ჩავიდეთ ხვალ გუმათში, სადაც რიონის ხეობის მონაწილეები ახლა ღამეს ათევენ”.

“ვიდგებით აქ ისე, როგორც ვდგავართ, რამდენი ხანიც არ უნდა დაგვჭირდეს”

Leave a Reply