ბრუკლინში მომავალი წლიდან ქართულ-ამერიკული მემკვიდრეობის კვირეული გაიმართება. ბრუკლინის თვითმმართველობის პრეზიდენტმა ეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია დიანა ბაგრატიონის ფონდის მიერ გამართულ ღონისძიებაზე გამოაცხადა.

ბრუკლინის მერიის ისტორიულ დარბაზში ქართულ-ამერიკული მემკვიდრეობის დღე გაიმართა. ღონისძიებას ბრუკლინის რაიონის პრეზიდენტმა და დიანა ბაგრატიონის ფონდმა უმასპინძლა.

ერიკ ადამსი

ბრუკლინის რაიონის პრეზიდენტი

-ბრუკლინი ამერიკის თბილისია, აქ უამრავი ქართველია და ქართული მემკვიდრეობა ფასდაუდებელია ჩვენ ვზეიმობთ ქართულ-ამრიკული მემკვიდრეობის დღეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ბრუკლინის მოსახლეობის 47% ინგლისურისგან განსხვავებულ 8 სხვადასხვა ენაზე საუბრობს, ეს არის მულტიკულტურულობა, ეს არის ის, რაც ამერიკას დიდებულს ხდის. ეს თქვენ ხართ-განაცხადა ბრუკლინის თვითმმართველობის პრეზიდენტმა.

ღონისძიებაზე ისტორიული მნიშვნელობის ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი-ამიერიდან ყოველწლიურად ბრუკლინში ქართულ-ამერიკული მემკვიდრეობის და კულტურის დღე გაიმართება.

დიანა ბაგრატიონი

-ეს დღე ნამდვილად ისტორიულია, ჩემთვის და ქართველი ემიგრანტებისთვის. ძალიან დიდხანს ვფიქრობდი რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო ქართველი ემიგრანტებისთვის, ვინც შორეულ ამერიკაში ვიმყოფებით. ჩვენი საქართველო დედმიწის რუქაზე პატარა წერტილია, მაგრამ სინამდვილეში საქართველო დიდი ქვეყანაა.

მე, როგორც დიანა ბაგრატიონის ფონდის პრეზიდენტს ყოველთვის მქონდა სურვილი რაღაც გამეკეთებინა ჩემი ქვეყნისთვის, ჩემი ერისთვის, ჩემი ხალხისთვის,  რაც სამუდამოდ დარჩებოდა ისტორიაში, აი ასე ჩააეყარა შორეულ ამერიკაში საქართველოს და ამერიკის დღეებს საფიძველი-ამბობს დიანა ბაგრატიონი.

პრეზიდენტმა ადამსმა ამერიკაში მცხოვრები და სხვადასხვა სფეროში მომუშავე წარმატებული ქართველები დააჯილდოვა. ერიკ ადამსმა მათ სიგელები ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადასცა. დაილდოვებულებს შორის არის „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი გია მელიქიშვილი.

ქართულ-ამერუკული მეგობრობის ნიშნად დიანა ბაგრატიონის ფონდმა ბრუკლინის მერიას საჩუქრად ნიკო აბაზაძის სკულპტურული ნამუშევარი „მეგობრობის ხიდი“ გადასცა.

ღონისძიებას ესწრებოდა ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი, რომელმაც ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

-ხელს გვიწყობენ, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი ტრადიციები, შევინარჩუნოთ წინაპრებისგან მიღებული ჩვენი მემკვიდრეობა. მომავალ წელს უკვე ეს ღონისძიება იქნება ერთკვირიანი, გვექნება საშუალება ჩვენი მემკვიდრეობა უფრო მეტად წარმოვაჩინოთ და გავაცნოთ ამერიკაში მცხოვრებ სხვადასხვა ერის წარმომადგენლებს-განაცხადა მეუფე საბამ.

ქართულ-ამერიკული მემკვიდრეობის დღე საქართველოსა და ამერიკის სახელმწიფოების ჰიმნებით გაიხსნა. ღონისძიება საზეიმო მირებით დასრულდა.

“ამერიკის ხმის” სიუჟეტი

Leave a Reply