გიორგი ლაღიძე

პარტია „მომავალი საქართველო“

-უკიდურესად შეშფოთებულები ვართ ნამოხვანჰესთან  არსებულ პროცესებთან დაკავშირებით, ვართ სრულიად სოლიდარულები აქციის მონაწილეების მიმართ, მიგვაჩნია, რომ აუცილებელია პროტესტმა მიიღოს მასშტაბური სახე.

ხელისუფლებას არ ესმის და არც სურს გაიგოს საქართველოს მოქალაქეების სამართლიანი პროტესტი და შეაჩეროს ჰესის მშენებლობა. გააუქმოს ხელშეკრულება ენკასთან. ხელისუფლება ვერ აფასებს სათანადოდ საქართველოს მოსახლეობის პროტესტს.

პარტიამ „მომავალმა საქართველომ“ მიიღო გადაწყვეტილება აქტიურად ჩაერთოს პროცესებში, 17 აპრილს დედაქალაქიდან რამოდენიმე ავტომობილით ჩავალთ რიონის ხეობაში, გავმართავთ აქციას და შევუერთდებით რიონის ხეობის დამცველებს. თუ ისინი იტყვიან, რომ არ დაიყენებენ გვერდით პარტიებს, ჩვენ მაინც გავაგრძელებთ პროტესტს, რადგან მიგვაჩნია, რომ საქართველო და დღეს რიონის ხეობა ყველას დასაცავია.

აქციებს გავმართავთ თბილისშიც და არ გავჩერდებით მანამ, სანამ ჰესის მშენებლობა არ გაჩერდება.

მინდა მივმართო სხვა პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და სრულიად საზოგადოებას – ყველა მოქალაქის ვალია დაიცვას რიონის ხეობა, ერთად დავდგეთ ამ კაბალური ხელშეკრულების გასაუქმებლად. ჩვენი იურისტები იმუშავებენ იმაზე, თუ სად არის ხელშეკრულების ანულირებისთვის რეალური გამოსავალი. ჩვენ 17 აპრილს, რიონის ხეობაში გვექნება პირველი აქცია, შემდეგ კი დედაქალაქში დავიწყებთ პერმანენტულ აქციებს პარლამენტთან, კანცელარიასთან და ყველა უწყებასთან. მინდა მივმართო ყველა პოლიტიკურ პარტიას-გამოდით! ამოიღეთ ხმა! დაიცავით რიონის ხეობა!

პროტესტი უნდა გაძლიერდეს და აქციები გაიმართოს დედაქალაქშიც.

Leave a Reply