ია ჯღარკავა

გრანდიოზული გალა – მსოფლიოში ცნობილი ბარიტონი დავით ღვინიანიძე– საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ კონცერტს ფილადელფიაში, გოლდენ გეისთის სცენაზე, ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის გამართავს.

დასაწყისი 28 მაისს, 19:00 საათზე

საოპერო მომღერლის სამშობლოსადმი დამოკიდებულება ყველასთვის ცნობილია – მისი გამონათქვამი „ჩემი ძლიერება ამერიკაში ჩემი სამშობლოს ძლიერების საწინდარია“ მოარულ ფრაზადაა ქცეული.

შეგახსენებთ, ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი – ბარიტონი დავით ღვინიანიძე ამერიკაში მოღვაწეობს. მის არაერთ ცნობილ და გრანდიოზულ პროექტთაგან აღსანიშნავია საქველმოქმედო ფონდი „მსოფლო  ტალანტები“, საერთაშორისო საბავშვო მუსიკალური კონკურსი „გზა კარნეგი–ჰოლისკენ“, „მუსიკისა და ხელოვნების DG – ცენტრი“, „დავით ღვინიანიძის სახელობის  ვოკალური აკადემია“ , „ქუთაისის საერთაშორისო ოპერის ფესტივალი“ და სხვ.

ბარიტონის სახელს არაერთი ქართველის წარმატება უკავშირდება.

Leave a Reply