ქართველი ემიგრანტი საბერძნეთიდან მარინა გელოვანი ვარლამ გოლეთიანს საჯაროდ მიმართავს:

-ვარლამ, ძალიან გთხოვ, უმორჩილესად გთხოვთ, გაეცი პასუხი იმ აგორებულ აჟიოტაჟს, ვახა მაჩალიკაშვილს და “ქართულ მარშს” რომ შეეხება.

შეესაბამება თუ არა სიმართლეს, რომ ვახა არ მიუშვით საპროტესტო ადგილას და ვასაძე მისი დამქაშებით გვერდით გიდგანან?

თქვი სიმართლე, ხალხი ღელავს და უარყოფითად ეხმაურება ამ აფაქტის არსებობას”.

შეგახსენებთ, რომ რიონის ხეობის მცველებმა”მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელიც მათ მხარდასაჭერად ადგილზე ჩავიდა,  აქციაზე არ მიუშვეს და უთხრეს, რომ მისი პოლიტიკური გემოვნება აქციაზე მყოფი ნაწილისთვის მიუღებელი იყო.

თავად ვახა მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ ამის გამო ბოდიში მოუხადეს, თუმცა მაჩალიკაშვილი ამის შემდეგ აქციაზე არ დარჩენილა. მისთვის გაუგებარია რატომ მოუწოდებენ, რიონის ხეობის მცველები ადგილზე ჩასვლისკენ მოსახლეობას შემდეგ კი არჩევენ, ვინ უნდა მივიდეს და ვინ – არა.

Leave a Reply