თავდაცვის მინისტრის ვიზიტი საარტილერიო ბრიგადაში

თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დასავლეთ საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ეცნობა. უწყების ხელმძღვანელი ხონში, დასავლეთ სარდლობის მე-6 საარტილერიო ბრიგადის ბაზაზე მის მოადგილესთან ზურაბ აზარაშვილთან, თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად და დასავლეთის სარდალთან, ბრიგადის გენერალ კობა გრიგოლიასთან ერთად იმყოფებოდა.

მინისტრმა ბაზაზე ყაზარმებისა და სასადილოს მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. დასრულების ფაზაშია შენობების შიდა და გარე მოპირკეთების სამუშაოები. აქტიურად მიმდინარეობს ბაზამდე მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. მე-6 საარტილერიო ბრიგადის ბაზაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*