“კანონი და სამართლის“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი “სტრატეგია აღმაშენებლის“ ბლოკს ტოვებს.

ჩარკვიანის თქმით, გიორგი ვაშაძის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, მასთან ერთად პოლიტიკურ ალიანსში ყოფნის შესაძლებლობას ვეღარ ხედავს.

“ბუნებრივია, რა თქმა უნდა, ეს თავისთავად მოხდება, როცა ასე განსხვავებული პოზიციებია. მოდით, ასე ვთქვათ, 98 პროცენტით ასეა. ვინც ხელს აწერს ამ დოკუმენტს, ყველას ეხება ჩემი დამოკიდებულება.

98 პროცენტით ვტოვებ “სტრატეგია აღმაშენებლის“ ბლოკს. მაინც ვიტოვებ იმედს, რომ გიორგი ამ ფორმით ხელს არ მოაწერს. მაინც არ მემეტება ასეთი შეცდომისთვის”, – აცხადებს თაკო ჩარკვიანი.

Leave a Reply