თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ საქართველოს პოლიტპატიმრები არ ჰყავს და მელიას დღესვე შეუძლია დატოვოს ციხე თუ გადაიხდის გირაოს.

“ეს იყო შეთანხმების ნაწილი, მელიამ უნდა გადაიხადოს გირაო და დღესვე შეუძლია დატოვოს ციხე, რაც შეეხება რურუას, ამასტან დაკავშირებით პრეზიდენტმა გააკეთა განცხადებები და ჩვენი დამოკიდებულება ამასთან დაკავშირებით, იყო გაჟღერებულიც. მე ვეთანხმები იმას, რომ მოხდა შეთანხმება და ყოველთვის თუ ნახავთ ჩემს განცხადებებს მივესალმებოდი და მოვუწოდებდი ყველას გარკვეული შეთანხმებები მომხდარიყო. კომპრომისის პოლიტიკაში რა თქმა უნდა არის მნიშვნელოვანი და მე ძალიან მიხარია, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის მოხდა შეთანხმება და ყველას მხრიდან იყო კომპრომისი”-განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, შეთანხმებისას კომპრომისი ყველას მხრიდან იყო.

Leave a Reply