პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე  ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ ნიკა მელია თავისი დესტრუქციული პოლიტიკური დღის წესრიგის მძევალია:

“ჩვენ ვალდებულება გვაქვს ხელშეკრულებით აღებული ყველა ხელისმომწერ პარტიას თუ პიროვნებას, რომ 20 ივნისის ამნისტიასთან დაკავშირებით მივიღოთ გადაწყვეტილება და ეს კანონი იქნება მიღებული.

თუ მელია ამას არ დაეთანხმება, მაშინ მას მოუწევს დალოდება სასამართლოსი. თუ ადამიანს არ უნდა გარეთ გამოსვლა და ის არის მძევალი თავისი პოლიტიკური დღის წესრიგისა, რომელიც არის დამყარებული დესტრუქციაზე, რა გავაკეთოთ ჩვენ? ალბათ კიდევ ერთი სპეცოპერაცია დაგვჭირდება ციხიდან გამოსაყვანად,” – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

Leave a Reply