“ნიკა მელია გირაოს არ გადაიხდის და საერთოდ ეს საკითხი არ დადგებოდა დღის წესრიგში, ხელისუფლებას რომ გამოეჩინა ცოტა კეთილგონიერება და პირდაპირ პროკურატურა რომ შესულიყო სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით.

ამ ამნისტიაში თუ მოხვდებიან ის ადამიანები, რომლებიც ძალადობდნენ ჩვენ ახალგაზრდებზე 20 ივნისის ღამეს, რა თქმა უნდა, იქნება მიუღებელი. ოპოზიციის იმ ნაწილმა, რომელმაც ხელი მოაწერა ამ შეთანხმებას, ახლა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რომ ეს კანონი მომზადებული იყოს იმ ფორმით, რომ ეს ამ მოძალადე ადამიანებს არ შეეხოს,” – აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ზაალ უდუმაშვილი.

შეგახსენებთ:

მელიას ციხიდან გამოსაყვანად ალბათ კიდევ ერთი სპეცოპერაცია დაგვჭირდება

Leave a Reply