მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ 21 აპრილს ხელისუფლების იმ წარმომადგენლებს დაუკავშირდებიან, რომლებსაც 15 აპრილს შეხვდნენ და კონკრეტულ პასუხებს მოითხოვენ. მისივე თქმით, თუკი კონკრეტულ პასუხებს ვერ მიიღებენ, სამოქმედო გეგმაზე გადავლენ.

-პრაქტიკულად ყველანაირი ვადა ამოიწურა, 15 აპრილის შემდეგ 5 დღე გავიდა, ამიტომ ჩვენ თვითონვე ხაზზე ვართ იმ წარმომადგენლობასთან, რომლებსაც შევხვდით მერიაში.  დავუკავშირდებით მათ, მოვთხოვთ კონკრეტულ პასუხებს, კონკრეტულ ნაბიჯებს“, – განაცხადა გოლეთიანმა.

Leave a Reply