რუსთავის სამოქალაქო აქტივისტები 22 აპრილს რიონის ხეობის მხარდასაჭერად აქციას აანონსებენ:
რუსთაველი სამოქალაქო აქტივისტები რუსთავის მოსახლეობასთან ერთად ვაანონსებთ რიონის ხეობის მოსახლეობის და მცველების მხარდამჭერ აქცია პერფომანს.
ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია რიონის ხეობის მცველებთან და გამოვდივართ საერთო შეჯერებული ინტერესებიდან და მხარს ვუჭერთ მათ მოთხოვნებს.
1.შეწყდეს მოსამზადებელი სამუშაოები.
2. მოიხსნას ბარიკადები გუმათში და მოსახლეობას მიეცეს საშუალება კონსტიტუციით გარანტირებული თავისუფალი გადაადგილება.
3.დაშვებულ იქნან პროტესტის ორგანიზატორები ადრინდელ ლოკაციაზე.
2021 წლის 22 აპრილს 16:00 საათზე რაგბის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიკრიბებით ვისაც ავტომობილი ჰყავთ. 16:30 საათზე მოეწყობა ავტოკოლონის მსველელობა:
რაგბის სტადიონი-ქუთაისი ქუჩა-22 სკოლა-21 მიკრორაიონი-შარტავას გამზირი- მეგობრობის გამზირი-ცურტაველი-თბილისის ქუჩა-მე 6 მიკრორაიონი-სასტუმრო-შარტავას გამზირი-ტაშკენტის ქუჩა-ლეონიძის ქუჩა-თოდრიის ქუჩა-ხიდი-კოსტავას გამზირი-მეტალურგია-გაგარინის ქუჩა-ჭყონდიდელის დასახლება-ბალანჩივაძის ქუჩა-რუსთაველის ქუჩა-მერია.
19:00 საათზე რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის წინამდებარე თავისუფლების მოედანზე გაიმართება პერფომანსი “დაანგრიე კედელი”
მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე შესაძლებელია მოედნის გარშემო გაკეთდეს ცოცხალი ჯაჭვი.
გაკეთდება განცხადებები მხოლოდ.
ჩვენ ვემიჯნებით ყველანაირ პარტიულ გამოხატულებას, ასევე დაუშვებლად მიგვაჩნია პოლიტიკური და სხვა ორგანიზაციების ატრიბუტიკის გამოყენება. ეს არის მხოლოდ სამოქალაქო და სახალხო პროტესტი.

Leave a Reply