აკაკი მინაშვილი, რომელიც ოპოზიციური პარტიის ლიდერს, ნიკა მელიას შეხვდა განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ ნიკა მელია კვლავ არ აპირებს გირაოს გადახდას
“პოზიცია არ შეცვლილა, ნიკა მელია არ გადაიხდის გიაროს და არ დაეთანხმება არავის მხრიდან გირაოს გადახდას, იმიტომ, რომ ეს არის პოლიტიკური ხარკი, გამოსასყიდი, და მისთვის არის მიუღებელი, იმიტომ, რომ ამის გადახდა ნიშნავს, რომ მომავალში უნდა დაკანონდეს პოლიტიკური დევნა. ასევე, წინააღმდეგია ამნისტიის, რომელიც წარმოდგენილია, თუ ერთი პოლიციელის ამნისტიაც იგულისხმება, იგი ამ აქტს ეწინააღმდეგება. მან განაცხადა, რომ იგი მონაწილეობას არ მიიღებს ისტორიის გადაწერაში”, – თქვა აკაკი მინაშვილმა.

Leave a Reply