გია გაჩეჩილაძე , იგივე ,,უცნობი“  პროკურატურას ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდამსხმელების გირაოთი განთავისუფლებისკენ მოუწოდებს. მისი მტკიცებით, ბრალდებულები პოვოკაციაზე სწორედ სანაიამ წამოაგო და შემდეგ თავად გამოიძახა პოლიცია.

“მე მინდა, მივმართო პროკურატურას, გირაოთი გამოშვების შუამდგომლობა დააყენოს, თორემ აუცილებლად მოგიწევთ. არ ვაპირებ არანაირი მიტინგების ჩატარებას და მეგაფონებით სირბილს, ერთადერთ რაღაცას რასაც ვაპირებ – მოსვლას, დგომას და თუ რამე იქნება ისეთი, მაგისტრალების გადაკეტვიდან დაწყებული, ყველაფერს, ასე, მდუმარედ. სანამ ადამიანების გულებში არ აღიძვრება სამართლიანობის მომენტი. გაფრთხილებთ, დაიკეტება ყველაფერი, პარალიზება მოხდება”,– ამბობს უცნობი.

გარდა ამისა, გია გაჩეჩილაძე 29 აპრილს მორიგ ,,მდუმარე“ აქციას აანონსებს.

“29-ში არის მოსალოდნელი პროტესტი, მდუმარე პროტესტი. უბრალოდ ქმედება იქნება, სიტყვები და ლაი-ლაი არ იქნება მდუმარე პროტესტია მოსალოდნელი და აუცილებლად ჩვენ ჩვენ საქმეს გავაკეთებთ. ჩვენ არ დავტოვებთ არავის უსამართლოდ სისტემის წინააღმდეგ, ეს იქნება დების და ძმების პროტესტი, ვისაც გული შესტკივა ამ საშინელ უსამართლობაზე”,- თქვა გაჩეჩილაძემ.

Leave a Reply