საკონსტიტუციო სასამართლოში სადეპუტატო მანდატების შეწყვეტაზე ზურაბ ჯაფარიძის, თამარ კორძაიას და ელენე ხოშტარიას სარჩელების განხილვა გადაიდო

პლენუმის გადაწყვეტილებით, სადეპუტატო მანდატების შეწყვეტის საქმეზე ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, თამარ კორძაიას და ელენე ხოშტარიას სარჩელების განხილვა მაისის თვეში გადაიდო.

განხილვის გადადების შუამდგომლობა თამარ კორძაიას წარმომადგენელმა, საბა ცაგარეიშვილმა დააყენა. მისი განცხადებით, რწმუნებულება გუშინ მიიღო და დროის სიმცირის გამო, ვერ მოხერხდა საქმის მასალების ძირფესვიანად შესწავლა.

შეგახსენებთ , რომ ,,ქართული ოცნების ‘’ უმრავლესობამ პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებები სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე არ დააკმაყოფილა. ჯაფარიძემ, ხოშტარიამ და კორძაიამ დადგენილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს.

Leave a Reply