პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებული ამინისტიის შესახებ წამოწყებული საუბარი სხვა არაფერია, თუ არა ძალით გამოგონილი აჟიოტაჟი.

“ჭიქაში ქარიშხალს რომ ეძახიან დაახლოებით ისეთი აჟიოტაჟია ატეხილი. არავის ჯერ დაწერილი არაფერი გვინახავს და უკვე მთელი ამბავია ატეხილი. ცარიელ ადგილზე ატეხილი ძალით მოგონილი აჟიოტაჟი. ჯერ შავით თეთრზე დაწერილი რამე ვნახოთ. რა წერია, ვის ეხება, ვის არ ეხება. ზოგადად, არასერიოზულია იმაზე ლაპარაკი, რომ კონკრეტულ ადამიანს უნდა შეეხოს თუ არა. ეს არ არის შეწყალება, რომ კონკრეტული ადამიანი იგულისხმებოდეს. შეწყალებისგან განსხვავებით ამნისტიაში წერია მუხლები, რომელ მუხლზე უნდა გავრცელდეს ესა თუ ის ამნისტია. შესაბამისად, იქ ვერაფრით ვერ იქნება ეს პოლიციელი თუ ის პოლიციელი. ჯერ უნდა ვნახოთ რაღაცა დაწერილი, არაფერი არაა არსად და ჰაერზე მიდის გულზე მჯიღის ცემა. თუ მძიმე დანაშაული არ აქვთ ჩადენილი იმ სამართალდამცავების ამნისტია შესაძლებელია, რომლებსაც ჯოჯოხეთური რამ არ აქვთ ჩადენილი. სამსახურებრივი გადაცდომა და ასეთი მეტ-ნაკლებად მსუბუქი რამ კი ბატონო, შეიძლება. ამ ისტორიის თავი და თავი რა არის – შეთანხმებაში ორი მექანიზმი იდო ნიკა მელიას გათავისუფლების. ჩემთვის აუხნელია, რომ როცა ევროკავშირი მზადაა შენ მაგივრად გირაო გადაიხადოს და ამას ხელს კრავ და უარს ეუბნები, ეს არის აუხსნელი და ეს რომ გააკეთოს მელიამ, ამნისტიაც აღარ იქნება”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

Leave a Reply