“შეცვალე საქართველოს” ლიდერი ღია წერილით რიონის ხეობის მცველებს მიმართავს და ამბობს, რომ გაერთიანება აუცილებელია.

ღია წერილი გაერთიანების აუცილებლობის შესახებ რიონის ხეობის და საქართველოს გადარჩენისთვის!
*ჩვენ თქვენთან შეპირებულ კომუნიკაციას ვახდენთ აღნიშნული ღია წერილით მაქსიმალური გამჭირვალობისათვის.
მიმართვა რიონის ხეობის მცველებს!
-სამართლიანობისთვის მებრძოლო თანამემამულეებო! მხარს გიჭერთ და ვუერთდებით თქვენს პრინციპულ პროტესტს. თქვენ აქციეთ რიონის ხეობისა და ნამოხვანჰესის პრობლემა საყოველთაო ბრძოლად და საზრუნავად. ჩვენს ქვეყანას კი სატკივარი არ ელევა, დღეს რიონის ხეობაა, ხვალ სასაზღვრო მიწების გასხვისება იქნება, ზეგ – საბანკო სექტორის აულაგმავი პარპაში და ა.შ. უსასრულოდ.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენი პროტესტი დაგვირგვინდეს კონკრეტული, ქვეყნისთვის სასარგებლო შედეგით, და კიდევ, ის გახდეს ახალი პერსპექტივის საწინდარი.
ეს პერსპექტივა გაჩნდება მაშინ, როდესაც ქვეყანაში ამოქმედდება მექანიზმი, რომელიც მნიშვნელოვან საკითხებზე ხალხის ნებას დააკანონებს და მას წინ ვერ აღუდგება ვერცერთი მთავრობა თუ მმართველი ძალა – ეს არის რეფერენდუმის სისტემის შვეიცარული მოდელი, რომლის ქართულ პოლიტიკაში დანერგვის საფუძვლებზე ჩვენი მოძრაობა უკვე დიდი ხანია მუშაობს. საკმაოდ დიდი დრო დავუთმეთ საუკეთესო იურისტებთან და კონსტიტუციონალისტებთან ერთად ამ საკითხის შესწავლას. ასევე, აღნიშნულ თემაზე შეხვედრები გვქონდა დიპლომატიურ კორპუსთან, მათ შორის, იმ ქვეყნის წარმომადგენლებთან, სადაც ეს სისტემა დიდი ხნის დანერგილი და კარგად აპრობირებულია. გავლილი გვაქვს ყველა ეტაპი – პრობლემური საკითხების მოგვარების გზები, ხელმოწერები, ფინანსები და სხვა საორგანიზაციო საკითხები.
ცნობისთვის: ამ სისტემით, სამომავლოდ, შესაძლებელია წელიწადში რამდენიმე რეფერენდუმის ჩატარება (როგორც ეს შვეიცარიაშია) თითო რეფერენდუმზე 2-4 საკითხის გატანით. ეს იმას ნიშნავს, რომ წელიწადში, ხალხის ნებით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი 16-მდე პრობლემის გადაჭრა გახდება შესაძლებელი.
იმისათვის, რომ ეს ინიციატივა განხორციელდეს, იდეალური ვარიანტია რეალური პრეცენდენტის შექმნა, რაც სწორედ რიონის ხეობის პრობლემას შეიძლება დაუკავშირდეს.
ჩვენ, ერთად შეგვიძლია ორგანიზება გავუკეთოთ რეფერენდუმს რიონის ხეობის გადასარჩენად, რომლითაც ხალხი პირველად დააკანონებს თავის პროტესტს, ნებას.
ქვეყნის კეთილდღეობაზე ორიენტირებული, პოლიტიკური და პირადი ინტერესებისგან თავისუფალი ხალხის გაერთიანებით ეს პერსპექტივა რეალურია. ამ საქმეში გვინდა თქვენთან თანამშრომლობა, რაც საქართველოს წინსვლის საფუძველი გახდება ძალიან მოკლე ხანში.
ეს შვეიცარიამ შეძლო და თუ გავერთიანდებით ჩვენც შევძლებთ!
აქვე შეგახსენებთ, რომ ვარლამ გოლეთიანსა და გიორგი გაგნიძეს შორის პირველი შეხვედრა უკვე შედგა, “შეცვალე საქართველოს” ლიდერმა ამ საკითხზე ვრცლად ისაუბრა ტელეკომპანია ახალის გადაცემაში თემა.

Leave a Reply