სკოლა გიმნაზია „პირველმა“ შვეიცარიაში მცხოვრებ ემიგრანტს, საბავშვო მწერალს სოფო ფოცხვერაშვილს უმასპინძლა და მისი შემოქმედებითი საღამო გამართა.

პანდემიიდან გამომდინარე სარამოს სკოლის ულამაზეს ეზოში გაიმართა, რამაც კიდევ უფრო განსხვავებული ხიბლი შესძინა ლიტერატურის საღამოს.

მოსწავლეებმა სტუმრის ლექსები და გამოცანები წაიკითხეს, უამრავი შეკითხვა დაუსვეს მწერალს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. დამსწრე საზოგადოება აღაფრთოვანა უცხო ეროვნების მოსწავლეების ქართულმა-გინმაზია “პირველში” უდიდესი ყურადღება ეთმობა ქართულ ენას.

სოფო ფოცხვერაშვილმა სკოლის ბიბლიოთეკას თავისი წიგნები უსახსოვრა. მადლობა გადაუხადა სკოლის დირექციას გულთბილი სტუმრობისთვის და სამომავლოდ მეგობრობაც შესთავაზა.

Leave a Reply