რიონის ხეობის მცველების მიერ ხელისუფლებისთვის მიცემული დრო ამოიწურა. ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ მათ დაუკავშირდა რეგონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, რომელმაც უთხრა, რომ მათი სამი მოთხოვნიდან ორი – ბარიკადების აღება და პროტესტის მონაწილეებისთვის ნამახვანისკენ გადაადგილების უფლება დაკმაყოფილდება.

რიონის ხეობის მცველები ამბობენ, რომ მათთვის ეს მიუღებელია. ლერი ბარნაბიშვილმა კი მათ უთხრა, რომ ხელისუფლების საბოლოო პოზიცია ხვალ, მედიის საშუალებით დღის 12:00 საათამდე გავრცელდება.

-გზის მშენებლობა ისევ გრძელდება, გზა იმიტომ შენდება,რომ ჰესი უნდა აშენდეს. ჩვენთვის ეს მიუღებელია, სამუშაო პროცესს არ ეხება საუბარი. გაგრძელდება ჩვეულებრივადო

იყო მცდელობა იმ პირობების შესრულების მათი მხრიდან,რომელიც ჩვენ დავაყენეთ სანახევროდ,ითქვა,რომ ნაწილობრივ აიღებენ იმ ბარიკადებს და მოგვეცემა გადაადგილების საშუალება შეზღუდული რაოდენობით ადამიანების,აქ იყო საუბარი 30 დან 40 კაცამდე და ასევე სამუშაო პროცესი გაგრძელდება ჩვეულებრივად,სამუშაო პრეცესს არ ეხებოდა ვგულისხმობ გზის მშენებლობაზე აქვთ უშუალოდ მათ აქცენტი გაკეთებული თუმცაღა ჩვენთვის ეს ერთიანი პროცესია ბუნებრივია,კარგად ვიცით ეს გზა შენდება იმიტომ,რომ ჰესი რომელიც უნდა აშენდეს ტბორაბს არსებულ გზას და სხვა ნიშნულზე უნდა გადაიწიოს გზამ ჩვენ როცა შევხდით მათ მუნიციპალიტეტის შენობაში შევთანხმდით იმაზე,რომ ჰიპოტეტურად თუ განვიხილავთ,რომ ჰესი ჰესი შესაძლო არ აშენდეს ბუნებრივია გზის მშენებლობაც ამ შემთხვევაში საჭირო აღარ არის.
ჩვენ ნამდვილად ვერ ავუკრძალავთ ადამიანებს ახლა აი თქვენ წამოდით წავიდეთ 30 კაცი და დანარჩენ საზოგადოებას არ ქონდეს გადაადგილების საშუალება ეს ბუნებრივია არასწორი პოზიცია!!!
რადგან არ დაკმაყოფილდა ეს პირობა ჩვენ ვუთხარით,რომ აუცილებელია იმისთვის,რომ გაგრძელდეს კონსტრუქციული დიალოგი აუცილებელია ამ პირობის შესრულება,
ამ ეტაპზე არ იქნა შეთანხმება მიღწეული და აცხადებენ,რომ ხვალ 12 საათზე გაკეთდება განცხადება თუ რა გადაწყვეტილება მიიღეს ველოდებით ხვალ 12 საათამდე მათ გადაწტვეტილებას – ამბობს ვარლამ გოლეთიანი. 

Leave a Reply