ბათუმი, ქობულეთი, ბოლნისი, რუსთავი, ზუგდიდი, ფოთი, წყალტუბოი, ლენტეხი, ყაზბეგი, ლანჩხუთი, თერჯოლა, რუისი – რიონის ხეობის მცველების მხარდასაჭერი აქცია საქართველოს 13 ქალაქში გაიმართა.

რიონის ხეობა ისევ ბარიკადებითაა გაყოფილი. ხეობის მცველები და ადგილობრივები ნამოხვანის მიმართულებით წასვლას ცდილობენ, რის საშუალებასაც მათ სამართალდამცველები არ აძლევენ.

რიონის ხეობის მცველებმა სამხარეო პოლიციის უფროსთან სულხან თამაზაშვილთან შეხვედრაც მოითხოვეს, თუმცა თამაზაშვილი მათ არ შეხვდა.

ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ბრძოლა იქნება ბოლომდე.

“თუ აქ ეს ჯებირი უნდა იყოს და ადამიანებს არ მიეცათ გადაადგილების საშუალება, რა პირობების შესრულებაზეა ლაპარაკი… 23-ში თბილისის აქციაზე მივიღებთ შესაბამის ზომებს, რომ ჩვენმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაინახოს ხელისუფლების უმსგავსო სახე”-განაცხადა გოლეთიანმა.

Leave a Reply