სერბეთის სახელით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა ევროპის 2021 წლის ჩემპიონატი მოიგო.

ფინალში ქართველმა მოჭიდავემ ბელარუსი კირილ მასკევიჩი 5:1 დაამარცხა და რევანშიცაიღო.

ზურაბ დათუნაშვილისთვის ეს კონტინენტის პირველობის მესამე ოქროა. ორჯერ ის ევროპის ჩემპიონი საქართველოს სახელით გახდა, მესამედ კი სერბეთის.

დიახ, ეს ის სპოტრსმენია, რომელმაც საქართველო დატოვა, უფრო კი აიძულეს, რომ დაეტოვებინა. ყველას ახსოვს სპორტის სასახლეში 2019 წლის 11 იანვარს, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს გეგა გეგეშიძესა და დათუნაშვილს შორის დაპირისპირება მოხდა.

გეგეშიძე დააკავეს და მას ბრალი წარუდგინეს, თუმცა მოსამართლემ ის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაანთავისუფლა.

Leave a Reply