საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების დირბი-ტახტისძირის მონაკვეთზე გამოჩენის მერე დღეს ოკუპანტები უკვე ქარელის მუნიციპალიტეტში, თამარაშენი-ღოღეთის მონაკვეთზე გამოჩნდნენ.

დილიდან ადგილზე იმყოფებიან “ანტისაოკუპაციო რეჟიმის” წარმომადგენლები.

ტახტისძირის მსგავსად, მათ საყრდენი ბოძები დაამონტაჟეს. ინფორმაციას ადასტურებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

უწყების ცნობით, უკვე ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

Leave a Reply