BBC ინფორმაციით, ინდოეთში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები ყოველდღიურად იზრდება.

მედიის ინფორმაციით, კლინიკებს აღარ აქვთ საჭირო მედიკამენტები, ჟანგბადის მარაგები და ცარიელი საწოლები.  მედიაში ვრცელდება ფოტოები კრემატორიუმებიდან – მძიმე კადრებში ჩანს მასობრივი რიტუალები. ჟურნალისტები კრემატორიუმებთან მუდმივად დგანან, ისინი ამბობენ, რომ ქალაქების ნაწილში გარდაცვლილთა რაოდენობა ათჯერ მეტია, ვიდრე ოფიციალურ მონაცემებშია ასახული.

ქვეყანაში 192 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა თითქმის 17 მლნ შემთხვევა – აქედან 3 მილიონი ბოლო 2 კვირაში დადასტურდა. ინდოეთში ყოველდღიურად ინფექციის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება.

ინდური შტამი – ნომერ პირველი გამოწვევა ექიმებისა და იმ ლაბორატორიებისთვის, რომლებიც ვაქცინებზე მუშაობენ. ამ საკითხს ამირან გამყრელიძე ეხმიანება და ამბობს, რომ გარდა ბრიტანულისა, რომელიც ახლა ცირკულირებს ჩვენს ქვეყანაში, შესაძლოა, სხვა შტამებიც გამოჩნდეს.

“ალბათობა იმის, რომ სხვა შტამებიც გაჩნდეს და შემოვიდეს ქვეყანაში, დიდია. ინდოეთში ხომ ხედავთ, რაც ხდება, ძალიან სწრაფი გავრცელებაა. ამიტომ, ვცდილობთ, რომ ამ შტამის ქვეყანა შემოსვლა გადავადდეს და პრევენცია გაკეთდეს,” – აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი.

ფოტოები იხილეთ ლინკზე:

https://www.bbc.com/news/world-asia-india-56855712

Leave a Reply