,,კამელინი“ სანთლები – რეკომენდებულია პროსტატის ანთებითი დაავადებებისა და პროსტატის ადენომის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის.

🔸 გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.

ზაზა ბაინდურიშვილი-უროლოგი.

– მოგეხსენებათ “კამელინის”, როგორც ბუნებრივი იმუნომოდულატორის, ანთების საწინააღმდეგო და ბაქტერიოციდული საშუალების ჩართვა მონოთერაპიის სახით მოხდა პროსტატიტების და ადენომების სამკურნალოდ. კვლევაში მონაწილეობდნენ მამაკაცები 31–დან 66 წლამდე, რომლებსაც ჰქონდათ ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტი, თანდართული ცისტიტით და ურეთრიტით, რამდენიმე პაციენტს კი პროსტატის ადენომა 1–2 ხარისხის.

პაციენტები შემოსვლისას ისინჯებოდნენ, ხდებოდა მათი სუბიექტური და ობიექტური მონაცემების შეგროვება. პათოლოგიის აღმოჩენის შემთხვევაში იწყებოდა მათი ლაბორატორიული (შარდის საერთო ანალიზი, პროსტატის წვენის ბაქტეროსკოპია და ბაქტერიოლოგია) და ინსტრუმენტული (შარდის ბუშტის და წინამდებარე ჯირკვლის ექოსკოპია, რექტალური გასინჯვა, PSA) კვლევა. დავიწყეთ: “კამელინი მ 1″–ის ინიექცია დილით, ღამით ძილის წინ “კამელინი Mმ “–ის სანთლები რექტალურად, მკურნალობის ხანგრძლივობა მოიცავდა 20 დღეს. მკურნალობა მიმდინარეობდა როგორც მონოთერაპიულად ,ასევე კომპლექსურად ანტიპროტოზული და ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით .

ჩატარებული მკურნალობის შედეგად, პაციენტების მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა, რაც გამოიხატა პროსტატის სეკრეტში ლეიკოციტოზის სარწმუნო შემცირებით და პროსტატის მასის შემცირების სარწმუნო დინამიკით, აგრეთვე პროსტატის ჯირკვლის ფუნქციური მდგომარეობის გაუმჯობესებით. მინდა, განსაკუთრებით გამოვყო კვლევაში მონაწილე 2 პაციენტის მდგომარეობა პროსტატის ადენომის და წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი სიმსივნის და ქრონიკული ტრიქომონადური პროსტატიტის შემთხვევაში, თუ როგორ გამოიხატა “კამელინის” მოქმედების მექანიზმი ასეთ მოკლე დროში (20 დღე). ეს ის შედეგებია, რომლებიც ჩემს პრაქტიკაში არ მიღწეულა არცერთი თერაპიული მკურნალობის შედეგად.

(49 წლის): დიაგნოზი – ქრონიკული ტრიქომონადური პროსტატიტიტი. პროსტატის მოცულობა – 64,3 სმ3, ქსოვილი სისქეში – პერიფერიულ ზომებში ისახებოდა არასწორკონტურიანი შერეული ექოგენობის და ექოსტრუქტურის მოცულობით წარმონაქმნები დიამეტრით 22, 21, 18 მმ. ნარჩენი შარდი – 40 მლ. “კამელინით” მკურნალობის 1 კურსის შემდეგ ულტრაბგერითი კვლევებით დაფიქსირდა: პროსტატის მოცულობა – 36 სმ3, პროსტატის პერიფერიული ნაწილი კეროვანი ცვლილებების გარეშე, ანალიზი (ლეიკოციტოზი – 30–35–დან შემცირდა 10–15–მდე).

პაციენტი დ.ვ. (57 წლის): დიაგნოზი – პროსტატის ადენომა. პროსტატის მოცულობა – 80,4 სმ3, PSA (პროსტატის სპეციფიური ანტიგენი) – 8,0. “კამელინით” მონოთერაპიული მკურნალობის ერთი კურსის შემდეგ პროსტატის მოცულობა – 49,9 სმ3, PSA 6–მდე შემცირდა.

P.S აღნიშნული კვლევებიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ პრეპარატი “კამელინ მ 1” ინიექცია და “კამელინ მ 4” სანთლები შეიძლება გამოყენებულ იქნას მონო და კომპლექსური თერაპიის სახით, ქრონიკული პროსტატიტების და ქრონიკული ურეთრიტების, ასევე ადენომების დროს.

„კამელინთან“ დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიღება და კონსულტაცია უფასოა

დარეკეთ: 2-98-57-78; 2-93-20-87; 2-98-62-25 (ოფისი); 599 33 10 89; 599 23 03 33;

www. Camelyn.ge

ფოსტა: info@camelyn.ge

Leave a Reply