ვასო წერეთელი

20 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს დონბასში შეხვედრის გამართვა შესთავაზა.

22 აპრილს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მზად არის, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ნებისმიერ დროს შეხვდეს. ვლადიმერ პუტინმა ასევე განაცხადა, რომ მზად არის, უკრაინის პრეზიდენტი მოსკოვში ნებისმიერ დროს მიიღოს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა:

„ვფიქრობ, ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ შეხვედრა შედგება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ანდრეი ერმაკს უკვე დავავალე, დაუკავშირდეს პრეზიდენტ პუტინის ადმინისტრაციას, რათა შეხვედრის ვადები და ადგილი განისაზღვროს. ჩემთვის მთავარია შეხვედრის არსი და არა მისი ჩატარების ადგილი“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ცნობისთვის. რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტს პირდაპირ ეთერში შესთავაზა შეხვედრა.

Leave a Reply