ზვიად ტომარაძე

“ერი და სახელმწიფო”

ბოროტმოქმედთა და მავნებელთა ერთობამ, რომელსაც საქართველოს პარლამენტი ჰქვია, დღეს მორიგი მავნებელობა ჩაიდინა. კერძოდ, იურიდიულმა კომიტეტმა დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა ა/ს კოდექსში“ შესატან ცვლილებებს. რის მიხედვითაც:
1. წვრილმანი ხულიგნობა 500 – დან 1000 ლარამდე ჯარიმით, ან 15 დღით ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯება.
იგივე ქმედების გამეორება უკვე 1 500-დან 2 000 ლარამდე ჯარიმით, ან 7 დღიდან 15 დღემდე პატიმრობით დაისჯება.
2. სამართალდამცველის დაუმორჩილებლობა 2000 –დან 3000 ლარამდე ჯარიმით, ან 15 დღით
ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯება.
იგივე ქმედების გამეორება უკვე 3 500-დან 4 500 ლარამდე ჯარიმით, ან 10 დღიდან 15 დღემდე პატიმრობით დაისჯება.
ხვდებით ხომ ამ კანონს ახლა დაჩქარებული წესით რატომ იღებენ, მოახლოებული საპროტესტო აქციების დროს? როგორც ვხედავთ, ივანიშვილის მონების კანტორამ დიქტატურისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა.
ე. წ. ოპოზიცია ამჯერადაც ჩუმად არის, ისევე როგორც შარშან იყო ჩუმად, როდესაც პარლამენტმა განმეორებით კომენდანტის საათის დარღვევაზე 6 წლიანი პატიმრობა მიიღო, საკუთარი უფლება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე კი მთავრობას გადააბარა და სხვა მავნებლობები აქცია კანონად…
ალბათ გაინტერესებთ ვინ არიან ამ კანონის ინიციატორები, ქვეყანა ხომ უნდა იცნობდეს თავის “გმირებს”: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ალუდა ღუდუშაური, გიორგი ამილახვარი, გურამ მაჭარაშვილი და კახა კახიშვილი.
დიახ ეს ის კახა კახიშვილია, ერი რომ ხშირად ლოცავს ხოლმე და მისი პარლამენტში ხილვა ეიმედებოდა და დიდ პერსპექტივად მიაჩნდა…

Leave a Reply