პლენარული სხდომა ხმაურის და აქციის ფონზე იწყება. მიშელის დოკუმენტზე ხელისმომწერი პოლიტიკოსები პარლამენტში აქციის ფონზე შევიდნენ. დიდი ალბათობით პრეზიდენტი სულ მალე გამოსცემს გიორგი რურუას შეწყალების აქტს. შეჯერდებიან თუ არა დეპუტატები ამნისტიის კანონზე, ეს სხდომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, თუმცა მმართველი პარტია იმედოვნებს, რომ დღეს “რადიკალური ოპოზიცია” დასრულდება.

“ქართულმა ოცნებამ” მაშინ, როდესაც 1%-იანი ბარიერი განსაზღვრა კანონმდებლობაში, ეს სწორედ ჩვენი ინიციატივა გახლდათ. მიზანი ამ ყველაფრის იყო ის, რომ პარლამენტი ყოფილიყო მრავალპარტიული ამ მხრივ “ქართულმა ოცნებამ” ყველაფერი გააკეთა. იყო ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმებაზე ხელმოწერა და დღეს პარლამენტი სრულიად განაახლებს საქმიანობას. დღეს ასევე შეიძლება ითქვას, რომ არის “ევროპული საქართველოსა” და “ნაციონალური მოძრაობის” მარცხის დღე. რადგანაც ყველა დესტრუქცია, ყველა მცდელობა, რომ შეთანხმება არ შემდგარიყო ჩაიშალა. დღეს არის მცდელობა, რომ ამ შეთანხმების აღსრულებას ხელი შეეშალოს და ეს პირდაპირ მომდინარეობს ამ ორი პარტიიდან”-აცხადებს მათიკაშვილი.

Leave a Reply