გიორგი გახარიას გუნდი წევრმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ “ქართული ოცნების” მხრიდან გახარიას გუნდის მიმართ ზეწოლა ხორციელდება.

“მინდა შევეხო ძალიან მნიშვნელოვან საკითხს და იმ სამარცხვინო ქმედებას, რომელსაც ადგილი ჰქონდა რეგიონებში ჩემი და ჩემი კოლეგების, გახარიას გუნდის წევრების მიმართ ზეწოლის ფაქტებს. ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ საჯარო მოხელეების და საკრებულოს წევრების მიმართ დამოკიდებულების ის ფორმა, რაც აირჩია ქართულმა ოცნებამ არ მუშაობს.

მე უბრალოდ ვეტყოდი მათ, ვინც ასეთ დავალებებს გასცემს და ასრულებს, ეს გზა და მეთოდები წარსულში ნაცადია, ეს წარსულს უნდა ჩაბარდეს და უფრო მეტიც, სიკეთეს ვერ მოგიტანთ” – განაცხადა ხოჯევანიშვილმა საპარლამენტო ტრიბუნიდან.

ხოჯევანიშვილმა მმართველ გუნდს  მიმართა – “მსგავსი მეთოდები წარსულს ჩაბარდა”.

Leave a Reply