წყალტუბოს სასამართლოს გადაწყვეტილებით, “ნამახვანჰესის” მშენებელი კოპანია ENKA 5 000 ლარით დაჯარიმდა. რიონის ხეობის მცველები ამბობენ, რომ მოსამართლემ კანონის შესაბამისად იმოქმედა და ახლა ის დარღვევები, რაზეც ისინი თვეების განმავლობაში საუბრობდნენ, სამართლებრივად დადასტურდა.

ამ წუთებში წყალტუბოს სასამართლოს ეზოში ვარლამ გოლეთიანი და მისი თანამებრძოლები აქციას მართავენ.

Leave a Reply