გუშინ საღამოს რურუას სახით განპიროვნებული „ნაციონალური მოძრაობა” ვიხილეთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„გუშინ საღამოს რურუას სახით ვიხილეთ განპიროვნებული „ნაციონალური მოძრაობა”. ალბათ, აქაც არის რამდენიმე ადამიანი, ვინც მხარი დაუჭირა „ნაციონალურ მოძრაობას” წინა არჩევნებზე, სამწუხაროდ, ასეთი ადამიანი ნახევარი მილიონი იყო ჩვენს ქვეყანაში. ალბათ, თითოეულ ასეთ ადამიანს გუშინ საღამოს შერცხვა, რომ მან არჩევნებში ხმა „ნაციონალურ მოძრაობას” მისცა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Leave a Reply