დღეიდან 124 000_ზე მეტ ადამიანს ბანკში სესხი გაუძვირდება

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების საპროცენტო ნიშნული 8,5%-დან 9.5%-მდე გაზარდა. აქედან გამომდინარე, დამატებით 1 %ით გაუძვირდებათ სესხი ადამიანებს, რომელთაც კრედიტი ეროვნულ ვალუტაში აქვთ აღებული

“მსჯელობის შემდეგ, რეფინანსირების განაკვეთის 1% პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მივიღეთ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9.50%-ით განისაზღვრა.თუ ლაპარაკია, 100 000 ლარიან სესხზე, რომელიც 10 წლით იყო აღებული 12%-ად ამ სესხის საპროცენტო განაკვეთი ახლა იქნება 13% და თვიური განსხვავება 58 ლარით უფრო მეტი იქნება გადასახდელი.რა თქმა უნდა, ეს სამწუხარო პროცესია, მაგრამ შეუძლებელია, რომ ამ შემთხვევაში ეროვნულმა ბანკმა სასწაული გააკეთოს. ის ფაქტორები, რომელიც დღეს ინფლაციაზე მოქმედებდეს არ არის ის ფაქტორები, რომელზეც გავლენა შეიძლება ჰქონდეს ეროვნულ ბანკს”,- თქვა ეროვნული ბანკის დირექტორმა, კობა გვენეტაძემ.

Leave a Reply