რამდენი სახეობის ყავა არსებობს და როგორ მზადდება თითოეული მათგანი

ყოველ დღე მსოფლიოში ორ მილიარდ ფინჯანზე მეტ ყავას მიირთმევენ, ვინაიდან   დილა მის გარეშე წარმოუდგენელია. ამიტომ ეს სასმელი  მთელს მსოფლიოში  განსაკუთრებული  პოპიულარობით  სარგებლობს.

ყავის მოყვანა მე-15 საუკუნეში არაბეთის ნახევარკუნძულზე დაიწყეს.  ყავის  სმა დღესაც  არაბთა გაერთიანებული საამიროების კულტურის განუყოფელი ნაწილია. ეს  მრავამილიარდიანი ბიზნესი  არაბულ სამყაროს  აკავშირებს  დანარჩენ სამყაროსთან.

ყავის პლანტაციების  დიდი ნაწილი  მოშენებულია აზიაში, აფრიკის ჩრდილოეთი და აღმოსავლეთ  ნაწილში,  ასევე ცენტრალური და  სამხრეთი  ამერიკაში,    მისი გავრცელების არეალი  ზღვის დონიდან სულ  რაღაც  1000-ს  მეტრზეა გაშენებული ყავის პლანტაციები, ეს  ძვირფასი პროდუქტი  პლანეტის  სამ  ტროპიკულ  ზონიდან  მიეწოდება მთელს მსოფლიოს.

როგორ უნდა მოვამზადოთ კარგი ყავა?

იმისათვის, რომ იდეალური თურქული ყავა მოხარშოთ, რამდენიმე წესი უნდა გაითვალისწინოთ    ინგრედიენტები

ახალდაფქული ყავა – 2 ჩ/კ (სავსე)
შაქარი – 2 ჩ/კ
ნიორი – 1 კბილი
წყალი – 2 ყავის ჭიქა

მომზადების წესი:
ჩაყარეთ ჯეზვეში 1 ჩაის კოვზი დაფქული ყავა, დაუმატეთ შაქარი გემოვნებით, დაასხით ცივი წყალი და დადგით ძალიან დაბალ ცეცხლზე (არ მოურიოთ). დაელოდეთ, სანამ ქაფი დაიწყებს ამოსვლას, სწრაფად მოურიეთ, შემდეგ კვლავ აცალეთ ქაფს ამოსვლა და დაასხით ყავა გაცხელებული ფინჯანში.

 

ყავის უამრავი სახეობა არსებობს.

ესპრესო – ყველაზე პოპულარული ყავაა. მის საფუძველზე ათეულობით ყავას ამზადებენ.

რისტრეტო – იგივე ესპრესოა, ოღონდ მცირე მოცულობის. მზადდება აპარატში იტალიელები მას აღმერთებენ.

ამერიკანო – ესპრესო, რომელსაც წყალი დაუმატეს, მაგრამ ჭიქა 1/3-ით შეავსეს.

კაპუჩინო – ყავა, რძე და ათქვეფილი ნაღები. ნაზი და არომატული სასმელი.

ლატე – ემატება სეროფი, კარამელი, ვანილი.

რაფ-ყავა – რაფ-ყავის მომზადებისას ნაღებსა და ყავას ერთად თქვიფავენ.

ფლეტ უაითი – ის 80-იანი წლებში ავსტრალიაში მოიგონეს. მას ესპრესოს, რძისა და რძის ქაფისგან ამზადებენ.

მოკაჩინო – უბრალოდ “მოკო”. ყავას ემატება ცხელი შოკოლადი, სეროფი ან კაკაო.

მაკიატო – ყავაში აკურატულად ჩდებული ათქვეფილი რძე.

გლიასე – ცივი ყავა, რომელსაც ვანილის ნაყინს უმატებენ.

ამერიკული – ამერიკანოში არ შეგეშალოთ. დაფქვილი ყავისა და ცხელი წყლის ხსნარია.

თურქულად – ჯეზვეში მოხარშული ყავაა.

ირლანდიურად – ესპრესოს, ნაღების, ყავისფერი შაქრისა და ირლანდიური ვისკის ნაზავია.

ფრაპე – ესპრესო, შაქარი და წყალი უნდა აითქვიფოს. შემდეგ ემატება ყინული და რძე.

ვიეტნამური – შედედებული რძისა და ესპრესოს ნარევს ემატება რძე და ნაღები.

კოლდ ბრიუ – მოხარშული და სწრაფად გაცივებული ყავა

კონ პანა – ათქვეფილი ნაღების მოყვარულთა ყავის სასმელია.

ვენურად – ყავის, ათქვეფილი ნაღების მიქსია. ზოგჯერ უმატებენ ქოქოსის ფანტელს, დაფქვილ დარიჩინს, კაკაოს.

 მსოფლიოში ერთერთი ყველაზე ძვირადღირებული ყავა ციბეტის ექსკრემენტისგან მზადდება

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ყავა ციბეტის ექსკრემენტისგან მზადდება.

 

ციბეტა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და სუბსაჰარულ აფრიკაში ბინადრობს. მას მაიმუნივით გრძელი კუდი აქვს, შეფერილობით კი ენოტს ჰგავს.

 

ციბეტა ძუძუმწოვარი მტაცებელი ცხოველია ვივერისებრთა ოჯახიდან.

ციბეტს  აჭმევენ   ყავის მარცვლებს  რომელიც ნაწილობრივ მონელებულია და შემდგეომ მისგან  ამზადებენ ყავას,  ცხოველთა საშენების მეპატრონეები ამბობენ რომ,  ცხოველის მიერ ნაჭამი ყავის მარცვლები ცხოველის კუჭში  განიცდის   გემოს ცვლილებას, ცხოველის კუჭის მჟავა   ყავის მარცვლებს  უცვლის გემოს,  მატებს პროტეინებს, უცვლის  სტრუქტურას და აძლევს ბევრად არომატულ გემოს.

 

როგორც The National Geographic წერს, ერთი ჭიქა Kopi Luwak-ის ყავა აშშ-ში საშუალოდ $80 ღირს.

 

Leave a Reply