ვაქცინის 2 დოზის  გაკეთების შემთხვევაში  ისარგებლებენ რიგი პრიორიტეტებით!

იმ პირებისთვის, ვისაც ვაქცინის 2 დოზა ექნება გაკეთებული, კომენდანტის საათი და პანდემიის გამო დაწესებული სხვა შეზღუდვები მოიხსნას,

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს, Facebook ლაივის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი მომავალ კვირაში აპირებს, საკოორდინაციო საბჭოში ინიციატივით შევიდეს, რომ ადამიანებს ვაქცინის 2 დოზის მიღების შემთხვევაში შეღავათები ჰქონდეთ.

გამყრელიძის განმარტებით  რამდენიმე ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებს გარე სივრცეში პირბადის გარეშე შეუძლიათ ყოფნა, ასევე მათთვის არ მოქმედებს გადაადგილების შეზღუდვა ,,იგივეს გვინდა ჩვენს მოქალაქეებს შევთავაზოთ’’  განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

Leave a Reply