გია გაჩეჩილაძე თბილისის საქალაქო სასამართლოსთან განცხადებას აკეთებს. მომღერალი ვახო სანაიაზე თავდამსხმელთა განთავისუფლებას მოითხოვს მანამ, სანამ მათ ბრალი არ დაუმტკიცდებათ. „ბრალდება შეიძლება იყოს ნებისმიერი, მაგრამ ვიდრე განაჩენი არ იქნება, ესენი არ არიან მოძალადეები.

მე დარწმუნებული კი არ ვარ, მე ველოდები გამოძიებას და გამოძიებამდე არ შეიძლება ადამიანებზე ძახილი იმის, რომ შენ ხარ მოძალადე და შენ ხარ დამნაშავე. რადგან ტელევიზიები ამას აკეთებენ, ეს არის ძალიან ცუდი ჩვენ ქვეყანაში. მე ველოდები გამოძიებას. მე არ ვიცი რა მოხდა. არ მომხდარა იქ ჯგუფური თავდასხმა და არ მჯერა ვახო სანაიასი. მე მჯერა ჩემი შინაგანი სიმართლის.“ მან ასევე განაცხადა ისიც, რომ მხოლოდ ვახო სანაიას მოსმენა არ კმარა და მას ბრალდებულების პოზიციის მოსმენაც უნდა. მე მაქვს განცდა, რომ ისინი უსამართლოდ არიან ციხეში. რა მოხდა იმ დღეს მე ამის გარკვევა მინდა. სანაიასგან ხომ მოვისმინე? ახლა მინდა ამ ბიჭებისგანაც მოვისმინო.

რატომ უნდა ვუსმინო მხოლოდ სანაის. სანამ ორივე მხარეს არ მოვუსმენ დასკვნას ჩემით ვერ გამოვიტან. ეს ბიჭები უნდა გათავისუფლდნენ და თავიანთ ოჯახებში დაელოდონ გამოძიებას. აღდგომა მოდის და ცოტა შემწყნარებლები უნდა ვიყოთ ადამიანების მიმართ“ – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ ამ დროისათვის ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

Leave a Reply