მაია ცომაია

ჟურნალისტი 

-თენგიზ ცერცვაძის განცხადებას მინდა გამოვეხმაურო და შევახსენო პაციენტის ჯანმრთელობის დაცვის უფლებები, რომელიც მედიცინისა და მეცნიერების ინტერესებზე მაღლა დგას! თენგიზ ცერცვაძემ მოგვახსენა, რომ ვაქცინაცია სავალდებულო ვერ იქნება ჩვენთან, მაგრამ რაღაც ზომები, მკაცრი დარწმუნების ზომები და მკაცრი რეკომენდაციები უნდა იყოს.

აქვე ის მაგალითად იშველიებს ისრაელს, სადაც სახელმწიფოს ჰქონდა არაპირდაპირი იძულების ზომები: პაციენტი ვერ ჩაეწერებოდა ისეთ ექიმთან ავადმყოფი, ვინც არ იყო ვაქცინირებული, ავიაკომპანიები არ ყიდიდნენ ბილეთებს თუ არ ექნებოდა კოვიდპასპორტი, სასტუმროები არ იღებენ, რესტორნები არ იღებენ. ეს არის არაპირდაპირი იძულების ფორმები!

არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ორმაგად მნიშვნელოვანია თითოეულმა პაციენტმა იცოდეს საკუთარი უფლებები

● პაციენტის უფლებების დაცვის მიზანია მოქალაქის უფლებების დაცვა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, აგრეთვე მისი პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფა ❗️

პაციენტს უფლება აქვს:

■ სამედიცინო მომსახურების გამწევისაგან მოითხოვოს მისი ღირსების, ტრადიციების, აღმსარებლობისა და პიროვნული ფასეულობების პატივისცემა

● მკურნალობის ნებისმიერ ეტაპზე უარი განაცხადოს სამედიცინო მომსახურებაზე, აგრეთვე შეწყვიტოს უკვე დაწყებული სამედიცინო მომსახურება.

■ წინასწარ წერილობით გამოხატოს თანხმობა ან უარი უგონო მდგომარეობაში ყოფნის შემთხვევაში მისთვის სიცოცხლის შემანარჩუნებელი მკურნალობის თაობაზე

● ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მოქალაქის უფლებებსა და კეთილდღეობას მედიცინისა და სამედიცინო მეცნიერების ინტერესებთან შედარებით უპირატესი მნიშვნელობა ენიჭება.

Leave a Reply