ოკუპირებულმა აფხაზეთმა რუსეთისგან მიიღო რუსული კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის Спутник-V-ის პირველი პარტია — 6,5 ათასი დოზა. Apsnypress-ის ინფორმაციით, ვაქცინაციის დაწყება მაისის დღესასწაულების შემდეგ იგეგმება.

აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრის, თამაზ წახნაკიას თქმით, პირველ რიგში აიცრება სამედიცინო პერსონალი, შემდეგ კი – პედაგოგები, საბიუჯეტო თანამშრომლები, ძალოვნები. ვაქცინა რაიონებში არ გადანაწილდება, რადგან მისი შენახვის პირობები მხოლოდ ცენტრალურ საწყობშია.

Leave a Reply