დღეს მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა – იერუსალიმის ქრისტეს საფლავის ტაძარში წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის ცერემონია გაიმართება, რომელსაც, როგორც წესი, უამრავი მორწმუნე ესწრება.

წელს, ისრაელის მიერ ვაქცინაციის წარმატებით განხორციელების წყალობით, ტრადიციულ ცერემონია უფრო ხმაურიანი იქნება, თუმცა გარკვეული შეზღუდვები მაინც ძალაშია. რელიგიური ცხოვრება იერუსალიმში ნელ-ნელა ნორმალურთან მიახლოვებული ხდება, მაგრამ უცხოელი ტურისტებისთვის ქვეყანაში შესვლა ჯერ-ჯერობით თავისუფალი არ არის.

დღეისათვის უკვე ცნობილია, თუ რა მოთხოვნები ექნებათ შესასრულებელი ტურისტებს, სანამ ისრაელში შესვლის უფლებას მიიღებენ.

  1. გამოფრენის წინ აღებული კორონავირუსის ტესტის უარყოფითი პასუხი.
  2. ვაქცინის სერტიფიკატი
  3. ბენ გურიონის აეროპორტში ჩასვლისთანავე, ტურისტმა უნდა გაიაროს სეროლოგიური ტესტი.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, წელს იერუსალიმის ქრისტეს საფლავის ტაძარში ცეცხლის გარდამოსვლის ცერემონია კვლავ მოკრძალებული იქნება, თუმცა არა ისეთი, როგორიც გასულ წელს იყო. ადგილობრივ მორწმუნეებს ტაძარში შესვლის საშუალება თავისუფლად ექნებათ და ათმოსფეროც იმასთან მიახლოვებული იქნება, როგორსაც ყველანი მიჩვეულები ვართ.

Leave a Reply