საქართველოს ეროვნულ ბანკის მანდატი ფასებისა და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფაა. ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ ცენტრალური ბანკის ფულის განვითარების და ლარის ციფრული ვერსიის შექმნის აუცილებლობა გამოკვეთა, რათა ის უკეთ მოერგოს ციფრულ ეკონომიკას და გაზარდოს ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

სებ-ის ინფორმაციით, ახალი ფინანსური ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობისათვის, საგადახდო  სისტემის  ეფექტიანობისა და ფინანსური ჩართულობის  გაუმჯობესების მიზნით, ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) გამოშვებას განიხილავს. CBDC ცენტრალური ბანკის ვალდებულებაა და მას გადახდის საშუალების სტატუსი ექნება. პროექტის ფარგლებში, ეროვნული ბანკი მზადყოფნას გამოთქვამს, ფინტექ კომპანიებთან და დაინტერესებულ ფინანსურ ინსტიტუტებთან ითანამშრომლოს.

საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკი, რომელიც ცენტრალური ბანკების უმსხვილეს გაერთიანებას წარმოადგენს, რეგულარულად აკვირდება პროგრესს CBDC – ს მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში, წამყვანი ცენტრალური ბანკები CBDC – ს დანერგვაზე აქტიურად მუშაობენ, იქმნება პილოტი პროექტები, მიმდინარეობს ოპტიმალური დანერგვისა და არქიტექტურის ძიება.

დეტალები იხ:

https://bfb.ge/%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%9c%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%91%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%99%e1%83%98-%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%a4%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%95/?fbclid=IwAR3e4s1dUkbhnkM_dAeZ2ZdDtPt3PQnsoQ7flfVoAy-VhCcxEO6pLfK2k1c

ინფორმაცია უფრო ვრცლად ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე

ამ ინფორმაციას, “ალტერნატივას” ლიდერი ალექსანდრე პაიკაძე ეხმიანება:

დღეს ამისთვის არ გცალიათ,მაგრამ შევეცდები ავხსნა რა არის ეს.
კონტროლის მაქსიმალური მექანიზმის ამუშავება.
სიტყვა პირადის, როგორც ცნების გაქრობა.
“სხვა ფულის” არსებობის გაქრობა.
სასაცილოა, მაგრამ – მცირე და უვნებელი საიდუმლოც აღარ გექნებათ.
ეკონომიკის განვითარებასთან ამას იმდენივე აქვს საერთო, როგორც პელეს კალათბურთთან. ( დასაშვებია, რომ პელეს უფრო აქვს კავშირი კალათბურთთან)
ელექტრონიზაციაზე უარის თქმა, ინდივიდის მიერ, მის გარიყვას მოასწავლებს, ვინაიდან ელემენტარულ რამე-რუმეებზეც არ ექნება წვდომა.
ანუ, თუ მე არ მინდა სახელმწიფომ იცოდეს, სად დავხარჯე ის ფული, რიმელიც ბანკიდან გამოვიტანე, ვარ სახელმწიფოს მტერი.
ტოტალური კონტროლის ბრწყინვალე მექანიზმი.

Leave a Reply