“ანტისაოკუპაციო მოძრაობის” ლიდერი დავით ქაცარავა ხურვალეთში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს,

-ხურვალეთში გუშინ განვითარებული ამბავი ამ ეტაპისთვის შემდეგნაირად გამოიყურება:
რუსების “ტაბლეტკით” სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პირებმა 2 ჯერ გადმოკვეთეს ოკუპაციის ხაზი, ჩამოვიდნენ ხურვალეთის სასაფლაომდე, მოაწყვეს დებოში, პოლიციამ არ დააკავა ისინი, გააბრუნა უკან.
2 ჯერვე ეს “სამოქალაქო პირები” დაბრუნდნენ რუსების საგუშაგოზე და თავისი მცდელობები განახორციელეს იმ დროს, როდესაც პოლიცია სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიას ტოვებდა.
ეს არის ამ ეტაპზე ინციდენტის აღწერა, რომელიც რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უცნაურ შთაბეჭდილებას ტოვებს.
ჩვენ ვბრუნდებით ხურვალეთში.

Leave a Reply