ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი ვაქცინაციის შემდეგ სოციალურ ქსელში, პირად გვერდზე წერს:

-„ნებისმიერი ვაქცინა, რომელიც ფართოდ გამოიყენება მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში და რომლითაც აცრილია ათობით მილიონი ადამიანი, არის კარგი. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რა დასახელების და წარმოშობის არის ვაქცინა, თუ პირველ პუნქტს აკმაყოფილებს. დღეს ვაქცინა არის ერთადერთი საშუალება, რომ გადარჩეს ათასობით ადამიანი და გადარჩეს ეკონომიკა (ზოგ შემთხვევაში ეს ერთი და იგივეა). უნდა ავიცრათ არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ჩვენ გარშემო მაღალი რისკის ჯგუფში მყოფი ადამიანების უსაფრთხოებისათვის.

პ.ს. 10 და 20-დოლარიანი ვაქცინებით, ნურავის ექნება იმის იმედი რომ 5G-ს დაიჭერს, 5G ბევრად ძვირი სიამოვნებაა“.

პოსტთან ერთად მინისტრი ფოტოსაც აქვეყნებს.

Leave a Reply