კახა კუჭავა ევროკავშირის ელჩს შეხვდა
🔹 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარის რანგში ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან პირველი შეხვედრა გამართა.
🔹 ელჩმა კახა კუჭავას თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
🔹 შეხვედრაზე, მხარეებმა პარლამენტის თავმჯდომარის სამომავლო გეგმები განიხილეს – კარლ ჰარცელმა კახა კუჭავას სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
🔹 საუბარი შეეხო ევროპის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციით მომზადებულ დოკუმენტს და მის იმპლემენტაციას.
🔹 როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, იგი პირადად გაუწევს მონიტორინგს, რომ დოკუმენტით გათვალისწინებული პუნქტები დროულად და სრულფასოვნად შესრულდეს.
🔹 შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს პარლამენტსა და ევროკავშირის წარმომადგენლობას შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.
🔹 კახა კუჭავას თქმით, მას ევროკავშირის წარმომადგენლობასთან წლების განმავლობაში აქტიური თანამშრომლობა აკავშირებს, რის შედეგადაც, მრავალი საინტერესო პროექტი განხორციელდა.

-წლებია, ევროკავშირის წარმომადგენლობასთან აქტიური და მჭიდრო თანამშრომლობა მაკავშირებს. მადლობა კარლ ჰარცელს მხარდაჭერისთვის!

🇪🇺 🇬🇪 შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად, ვისაუბრეთ შარლ მიშელის მედიაციით შემუშავებული დოკუმენტის იმპლემენტაციაზე. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, მონიტორინგს გავუწევ დოკუმენტით გათვალისწინებული პუნქტების დროულად და სრულფასოვნად შესრულებას-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

Leave a Reply