6 მაისს პარლამენტის დეპუტატები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით იცრებიან. დეპუტატების ვაქცინაციის პროცესი 13:00 საათზე დაიწყო. მას ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძეც ესწრება.

პარლამენტარები ვაქცინას საჯაროდ, ერთად რესპუბლიკურ საავადმყოფოში იკეთებენ.

ცნობისთვის:

ასტრაზენეკას ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად მოქალაქეების რეგისტრაცია იწყება.
აცრის ჩატარება 10 მაისიდან იქნება შესაძლებელი.
✅სამედიცინო დაწესებულებაში მე2 დოზის მისაღებად დარეგისტრირება შესაძლებელია პირველი აცრიდან 8 – 12 კვირის ინტერვალში
✅ასაკობრივი შეზღუდვა არ ვრცელდება მათზე, ვინც პირველი დოზით აცრა ასტრაზენეკას ვაქცინით ჩაიტარა.
🔹ვაქცინაციის რეგისტრაციის პორტალი: https://booking.moh.gov.ge/
🔹რეგისტრაციის ინსტრუქცია:
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი – 15 22 ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00 საათიდან 23:00 საათამდე მუშაობს.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა!
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.

Leave a Reply