ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი

რეკომენდაცია ვაქცინაციამდე:

-ვაქცინაციის წინ არანაირი ანალიზის გაკეთება საჭირო არ არის.

– თუ ადამიანი ალერგიულია, რეკომენდაცია იქნება, ვაქცინაციის წინა დღეებში თავი შეიკავოს იმ საკვების მიღებისგან, რომლის მიმართაც აქვს გვერდითი მოვლენები.

“თუ ადამიანს ინდივიდუალური ანამნეზი აქვს, მაგალითად ნიგოზის ან თხილის მიმართ ალერგიულია, ვაქცინაციის წინა დღეს ნუ მოუწყობს საკუთარ თავს გამოცდას და არ მიირთვას.

– თუ ადამიანს არასოდეს ალერგია არ ჰქონია კვებითი კომპონენტების მიმართ, რაიმე დიეტის დაცვა და რაიმე შეზღუდვა, იმიტომ რომ ვაქცინაციას იტარებს, არ არსებობს.

– ვაქცინის წინა დღეს თავი უნდა შეიკავოს ალკოჰოლის მიღებისგან. თრობის პროცესი და ალკოჰოლის ზემოქმედება ცალსახად ადამიანის იმუნურ სისტემის ეფექტურობაზე მოქმედებს.

-თუ ადამიანი რაიმე ქრონიკული დაავადების მატარებელია და ეს დაავადება ან გამწვავებულია ან დიდი ხანია მისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ჯობია მკურნალ ექიმს დაეკონტაქტოს, გაიაროს ყველა ასპექტი და ის გადაწყვეტს რაიმე ანალიზი ჭირდება თუ არა. ვაქცინაციის წინ რაიმე ვალდებულება ანალიზების არცერთ ადამიანს არ გააჩნია.

Leave a Reply