უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით სპეციალური მრჩევლის წარდგენა.

გარდა ამისა, ვაზილ ჰუდაკს როგორც საჯარო, ისე საერთაშორისო საფინანსო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

ვაზილ ჰუდაკი ამჟამად არის ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის მრჩეველი ეროვნული განვითარების ფონდის შექმნის საკითხებში, ასევე – GLOBSEC-ის ვიცე-პრეზიდენტი.

სხვადასხვა დროს იგი იყო სლოვაკეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ევროკავშირის საბჭოს ეკონომიკური და ფინანსური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, ევროკავშირის ბიუჯეტის მთავარი მომლაპარაკებელი ევროკავშირში სლოვაკეთის პრეზიდენტობის დროს, სლოვაკეთის საინვესტიციო ჰოლდინგისა და სლოვაკეთის საგარანტიო და განვითარების ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, რეკონსტრუქციის საერთაშორისო ბანკისა და საერთაშორისო საინვესტიციო ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ასევე საერთაშორისო ანალიტიკური ორგანიზაცია EASTWEST INSTITUTE-ის ვიცე-პრეზიდენტი.

Leave a Reply