ელენე ამაშუკელი

ბრიფინგის დრო

ალექსანდრე პაიკაძე 

’ალტერნატივა’’

პირველ რიგში, ბრიფინგის თემა იქნება, ჩვენი აზრით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც დღეს უნდა აწუხებდეს საზოგადოებას და რაზეც ნაკლებად ხდება საუბარი, ეს არის მაინინგი და ის რესურსი, რომელსაც გამოიყენებს ეს ეგრედწოდებული ბიზნესი ენერგო სისტემიდან .

ვიდეო იხ.

https://www.facebook.com/194103307792303/videos/132863295451292

ე.ი. 2019 და 2020 წლის მონაცემები, რომ შევადაროთ ერთმანეთს და ამის საფუძველზე ვიმსჯელოთ რესურსის გამოყენებაზე, ვნახავთ ძალიან საინტერესო სურათს. 2019 წელს სულ გამოყენებული იქნა 12 მილიარდ 700 მილიონი კილოვატი საათი ელექტროენერგია, ხოლო 2020 წელს, როდესაც გაჩნდა ეს ცნობილი სლოგანი „დარჩი სახლში“ და შესაბამისად, პრინციპში მთელი წლის განმავლობაში გაჩერდა მცირე და საშუალო ბიზნესი და ქვეყნის ერთ-ერთი  ძირითადი ინდურტრია, რომელსაც ქვია ტურიზმი, მაშინ ქვეყანამ გამოიყენა 12 მილიარდ 100 მილიონი. ანუ განსხვავება გვაქვს 600 მილიონიანი მარჟა, ხო? რას ნიშნავს ეს,  რომ მთელი დატვირთვით, როდესაც მუშაობდა 2019 წელს და თითქმის პიკზე იყო ტურიზმის და ზოგადად ყველაფერი მუშაობდა, დაახლოებით ამ რაოდენობით ელექტრო ენერგიას 600 მილიონ კილოვათ საათს გამოიყენებდა ის.

ეხლა ავიღოთ მეორე მხარე, რომელსაც ჰქვია მაინერი და რომელიც ძირითადად საქართველოში არის თავისუფალ ეკონომიკურ ზონებში განთავსებული და ამაზეც ვისაუბრებთ, რატომ არის ეს საკითხი მნიშვნელოვანი. ერთი დიდი მაინერი, კონკრეტულად დიდ მაინერზეა აქ საუბარი და არ არის მცირე მაინერებზე  საუბარი. გამოიყენებს 532 მილიონ კილოვატ საათს. ანუ ერთის მხრივ გვაქ 600 მილიონი კილოვატი საათი, რომელსაც იდეაში მთელი ქვეყანა მოვიხმარდით წლის განმავლობაში და მეორეს მხრივ გვაქვს ერთი კერძო სუბიექტის მაინერი, რომელიც მუშაობს მხოლოდ თავის თავზე, ვინაიდან ის არის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში, იხდის დიფირინცირებულ გადასახადს ელექტროენერგიის, სხვა ტიპის გადასახადებს საერთოდ არ იხდის, არანაირ გადასახადს, ანუ საერთოდ გათავისუფლებულია ყველა გადასახადისგან. იმიტომ არის შექმნილი ეს თავისუფალი ეკონომიკური ზონები და არა სხვა სიკეთეებისთვის, რომელიც რაღაცას მაინც მოუტანდა ქვეყანას. იხდის იმაზე ნაკლებს ვიდრე ჩვენ ვიხდით ელექრტოენერგიის შეძენისას, უფრო მეტიც იხდის იმაზე ნაკლებს, ვიდრე იხდიან სოციალურად დაუცველები ელექტროენერგიის შეძენისას. ყველაზე დაბალი ფასით იღებს ის ელექტროენერგიას ვინც შოულობს, უხეშად, რომ ვთქვათ ყველაზე მეტს ქვეყანაში. ანუ ერთის მხრივ მთელი ქვეყნის ინტერესი სადაც 3,2-3,5 მილიარდზეა საუბარი, როდესაც ტურიზმი საქართველოში ფეხზე იდგა და იყო ძირითადი შემომტანი, მილიარდი შემოჰქონდა იმის საპირწონედ, რომ პირობითად მოიხმარდა 600 მილიონ კილოვატ საათს წელიწადში და მეორეს მხრივ, გვაქვს ინდუსტრია, რომელსაც არაფერი არ შემოაქვს ეკონომიკაში, საერთოდ არაფერი არ შემოაქვს, ნულია მისი წილი ეკონომიკის განვითარებაში და მიაქვს დაახლოებით იმავე რაოდენობის რესურსი.

როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ჰესების ან რაღაცა სხვა ტიპის ელექტრო ენერგიის საჭიროებაზე, უნდა გავითვალისწინოთ ფაქტორები სად მიდის, ის რასაც უკვე გამოვიმუშავებთ. როდესაც ქალბატონი ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ  3%-ია მხოლოდ მაინერის წილო, მაშინ ქალბატონმა ეკონომიკის მინისტრმა უნდა გვითხრას,  რა რაოდენობის ელექტრო ენერგიაზე მიდის საუბარი. შესაბამისად, ამის შემდეგ, იწყებს  სახელმწიფო საუბარს, რაღაცა ენერგიულ დეფიციტზე, კონკრეტულად ელექტრო ენერგიის მიმართულებით, იმიტომ, რომ ენერგეტიკა მარტო ენერგო მომარაგება არ არის და სხვა სეგმენტებიც არის. ცხადია და გვეუბნება, რომ რაღაცა კატასტროფული ხელშეკრულების პირობებში უნდა აშენდეს, რაღაცა არააქვს მნიშვნელობა ჰესი, რომელიმე, რომელიც გამოდის ის რესურსი უნდა შეავსოს, რომელიც მათ თვითონ, უფრო სწორად, ის სივრცე უნდა შეავსოს, რომელიც მათ თვითონ შექმნეს ხელოვნურად, ვინაიდან გამოიყენეს არაკეთილსინდისიერად, საერთო პირობითად ვთქვათ ენერგეტიკული რესურსი.

ზოგადად მთავრობის დამოკიდებულება საერთო რესურსისადმი, ასე ვთქვათ. კიდევ ერთი მთავარი საკითხი, როდესაც კიდევ ერთხელ ხაზ გასმით ვამბობ, 3- დან 5% მდე-ო, ეს 532 მილიონი კილოვატი საათი, რომელიც მე თქვენ გითხარით არის 4,7-5% მდე მერყეობს, პლიუს-მინუსი, გააჩნია წელს. ანუ, უკვე ტყუილია, როდესაც  3%-ს ამბობს ეკონომიკის მინისტრი. მარტო ერთი მაინერი ხალხო! სიღრმეში მინდა ჩახვიდეთ, ამ პრობლემის შინაარსის, იმიტომ, რომ, როდესაც ამდენ მასიურ მაინერზე ვლაპარაკობთ პროცენტები იმატებს. ხო ესეა? ანუ ჩვენი რესურსი მიდის სადღაც ჰაერში. ჰაერში რა,  ჩვენთვის ჰაერში , თორემ ვიღაცეები მილიონებს და მილიარდებს შოულობენ ამაზე.

უამრავი ჰიდროელექტროსადგური, რომელიც წლების განმავლობაში აშენდა პრინციპულად უცნობია ჩვენთვის, რა მიმართლებით და სად იხარჯება ის, გამომუშავებული ელექტროენერგია, რომელსაც ჰიდროელექტროსადგურები გამოიმუშავებენ. არ ხდება პრინციპში ამის აღწერა ან ხდება არასწორად, დამალული. ნამოხვანი არის 188-ე ხელშეკრულება, მემორანდუმი, რომელიც სახელმწიფომ გააფორმა ამა თუ იმ სახელმწიფოსთან. 188, გესმით რამხელა რესურსზეა საუბარი?! ჩვენთან ელექტრო მომარაგების განვითარება ხდება თბოელექტროსადგურებით, ჰიდროელექტროსადგურებით, იმიტომ, რომ მთელი რესურსი 80%- არის ჰიდროელექტროსადგურების, ხოლო 20% თბოელექტროსადგურების და გვაქვს ექვსი …. , რომელიც აქედან 20 მეგავატამდე გამოიმუშავებს, მაშინ, როდესაც არმატურებით დღეში 320-დან 1000 მეგავატამდე შეუძლია გამოიმუშაოს თუ განვითარდებით ამ მიმართულებით.

სახელმწიფო აცდენილია ყველა სტანდარტს და რეკომენდაციებს, რომელიც ევროკავშირის ასოციაციის ხელშეკრულებაშია მითითებული. სადაც პირდაპირ ვსაუბრობთ, რომ უნდა მოხდეს ბაზრის დივენსიფიცირება, ანუ რა იგულისხმება ამაში, არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული მხოლოდ ჰიდროელექტროსადგურებზე, არ უნდა ვანადგურებდეთ რაღაცას, რაღაცის ნაცვლად და მოვახდინოთ დივენსიფიცირება ქარის ან მზის სისტემების მონტაჟის საშუალებით. მაგრამ ყველაზე მთავარია, რომ რესურსის გამოყენება მოხდეს კეთილსინდისიერად და სწორად. არა ვიწრო ინტერესებისთვის, როდესაც ვიღაცებს აქვთ გამოყენებული ქვეყნის მთელი რესურსი, თუნდაც 5%-ი. რატომ? ჩნდება ლოგიკური კითხვა, მაგრამ ეს 5%-ი არის ის, რასაც ახლა ვხედავთ ჩვენ. სინამდვილეში, ის არის გაცილებით მეტი, უბრალოდ ამაზე წვდომა არ გვაქვს, ვინაიდან არ არსებობს ამის ბერკეტი, რომ შენ სახელმწიფომ კეთილსინდისიერად გითხრას სად იხარჯება ეს ფული. რადგან ძალიან ბევრი, აქ არ ვიტყვი მხოლოდ სახელმწიფოს მოქმედ მაღალჩინოსნებზე, ზოგადად პოლიტიკური სპექტი ჩართლია ამ ტიპის ბიზნესში, თუ ამას შეიძლება ბიზნესი ერქვას. აქ არის საუბარი ცხადია, არამხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებზე, ეგრედწოდებულ ოპოზიცია, ოპოზიციის, მთლიანად, ბევრს აქვს მსგავსი ტიპის ბიზნესი ამ მიმართულებით,

ისიც ძალიან დიდი ტყუილია, რომ რუსეთის დენზე ვართ რაღაცნაირად დამოკიდებულები. გამოვაკლოთ ის ყველაფერი, რაც მე ახლა ვთქვი, გვრჩება იმდენი რესურსი, თუ კეთილსინდისიერად მოვიხმართ, ექსპორტზეც გავიტანთ ჩვენს ელექტროენერგიას, რაც მთავარია, უნდა მოხდეს ბაზრის დივენსიფიცირება.

Leave a Reply