ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინური ვაქცინა Sinopharm-ი საგანგებო გამოყენებისთვის დაუშვა. ამის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.

„ჯანმომ გადაუდებელი გამოყენების ჩამონათვალში Sinopharm-ის ვაქცინა შეიყვანა. ის მეექვსე ვაქცინაა, რომელმაც მიიღო ჯანმოს ავტორიზაცია უსაფრთხოების, ეფექტურობისა და ხარისხის კუთხით“, – განაცხადა ჯანმოს დირექტორმა.

Leave a Reply