პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. ადმინისტრაციულ კანონში გამკაცრებული ცვლილებების კანონს პრეზიდენტმა არ დაადო.

-“ვეტოს გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს მკაფიოდ ჩამოყალიბებულ სამართლებრივ არგუმენტებსაც. ამ კუთხით, ახალი ცვლილებები წინააღმდეგობაში არ მოდის ჩვენს კონსტიტუციასთან, ვერ მიიჩნევა ვერც რომელიმე სამართლებრივი პრინციპის დარღვევად და ვერც რომელიმე საერთაშორისო სტანდარტის უგულებელყოფას.

ამდენად, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვეტოს გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არასაკმარისი აღმოჩნდა, თუმცა სამომავლოდ ასეთი პროცესი, რომელიც გულისხმობს ყველას პოზიციის გაცნობას და შეჯერებას აძლევს პრეზიდენტს საშუალებას, რომ ეს ინსტრუმენტი საჭიროების შემთხვევაში ეფექტურად გამოყენებული იყოს.

და ბოლოს ამ საკითხთან მიმართებაში როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა იმასაც, რომ სამართალდამცავი ორგანოები წარმოადგენენ იმ სახელმწიფო ინსტიტუტს, რომელზეც ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნის წესრიგი და სტაბილურობა დგას, მათ მიმართ ელემენტარული პატივისცემა აუცილებელი სამოქალაქო ვალია, თუმცა ეს არ მიიღწევა მხოლოდ სანქციებით და ჯარიმებით, არამედ მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნებითაც,” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

Leave a Reply