“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის გათავისუფლებას პარტიის წევრები და მხარდამჭერები საპატიმროსთან ელოდებიან. როგორც ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, ნიკა მელია ხვალიდან პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაერთვება.

“როგორც ნიკა მელია ამბობდა, ვერ დამიჭერთო, ის ვერც დაიჭირეს და მხოლოდ დროებითი მძევალი იყო. ის მალე გამოვა საპატიმროდან და ხვალიდანვე ჩაერთვება პოლიტიკურ პროცესში,” – აცხადებს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ზაალ უდუმაშვილი.

Leave a Reply