კომენდანტის საათი უკვე 6 თვეზე მეტია რაც მოქმედებს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ამ ეტაპზეც აღნიშნული შეზღუდვა ძალაში რჩება. 

“ახლა პიკში ვართ და ამდენად ალბათ, არც ეპიდემიოლოგიურად არ არის გამართლებული ის, რომ ჩვენ რომელიმე შეზღუდვის შემსუბუქებაზე, მათ შორის კომენდანტის საათის გადავადებაზე ვისაუბროთ. ყოველ შემთხვევაში, დღეს ჩვენ არ გვაქვს იმის შესაძლებლობა ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, რომ კომენდანტის საათის გადავადებაზე ვიფიქროთ.

გვესმის ეს სირთულეები, არის ამაზე მსჯელობა, როგორც კი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ამის საშუალებას მოგვცემს, ვფიქრობ მაისის ბოლოსკენ, მაისის მეორე ნახევარში პიკი უნდა შემსუბუქდეს, შემდეგ უკვე გადავხედავთ გადაწყვეტილებას”-განაცხადა გაბუნიამ.

Leave a Reply