მიშა ხაჩიძე

რაკეტები იერუსალიმის თავზე, ბომბები ღაზას სექტორში: რადიკალურმა ისლამურმა დაჯგუფება „ჰამასმა“ ისრაელის დედაქალაქს რაკეტების ტერაქტი მოუწყო. 10 საათის განმავლობაში ისრაელისკენ რაკეტებს ისვრიდნენ, სულ 250 გაუშვეს, თუმცა, ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემა „Iron Dome“ -მმა მათი უმეტესობა ჰაერშივე დაიჭირა და გაანადგურა. საპასუხოდ, ისრაელის საჰაერო ძალებმა ჰამასის პოზიციებზე იერიშები დაიწყეს და ტერორისტული დაჯგუფების სამი წევრი მოკლეს.

აქვე შეგახსენებთ:

ისრაელში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ისრაელში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

საელჩო მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან უსაფრთხოების შესაბამისი ზომები.

“დაბეჯითებით ვაფრთხილებთ ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს,

მიმდინარე წლის 10 მაისს ღაზას სექტორიდან, ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

დაიცავით უსაფრთხოების ზომები, თავი შეიკავეთ ქუჩაში გასვლისგან! მოიკითხეთ რაკეტსაწინააღმდეგო თავშესაფარი თქვენს საცხოვრებელ ადგილთან ახლოს. არ გახვიდეთ აივანზე და მოერიდეთ ფანჯარასთან ყოფნას”, – ნათქვამია ისრაელში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Leave a Reply